58 წლის მამაკაცს ორი ბიძაშვილი 8 თვის განმავლობაში სახლში ჰყავდა დატყვევებული

ამბავი, რომელიც თესალონიკში ხდებოდა, საშინელებათა ფილმის სიუჟეტს ჰგავს. მუნიციპალიტეტის თანამშრომელი საბერძნეთის პოლიციამ დააკავა. მას ორი ბიძაშვილი საკუთარ სახლში 6-დან 8 თვის მანძილზე ჰყავდა გამომწყვდეული.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ორი ბიძაშვილი სერესიდან თესალონიკში ესტუმრა, რის შემდეგაც ფაქტობრივად მის ტყვეობაში აღმოჩნდნენ.

58 წლის მამაკაცი ყოველ დილით სამსახურში მიდიოდა, სახლში კი საშინელ საიდუმლოს ტოვებდა. “პატიმრებს” ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდათ და განძრევის საშუალებაც  არ ეძლეოდათ.

როგორც ცნობილია, მათ საბანკო ანგარიშებზე 80 000 ევრო ჰქონდათ. 58 წლის მამაკაცი კი ემუქრებოდათ, რომ მათ მესამე დას რაიმეს დაუშავებდა და ამ გზით სძალავდა ფულს. მიდიოდა და ბანკომატიდან თანხა პერიოდულად გამოჰქონდა.

მამაკაცი 31 მარტს, გამთენიისას დააპატიმრეს, ხოლო ტყვეობაში მყოფი ორი პირი გაათავისუფლეს.

დამნაშავე თესალონიკის პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი.

გეორგიანს.გრ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018