რუსეთში ფეისბუქის მოხმარება აიკრძალება

რუსეთში ფეისბუქის მოხმარება აიკრძალებარუსეთი ჩრდილოეთ კორეის გზას დაადგა, სადაც ფეისბუქი, იუთუბი და ა.შ. აკრძალულია.  რუსეთში უკვე დაბლოკეს ტელეგრამი, ახლა კი ჯერი ფეისბუქზე მიდგა.

რუსულ მედიასთან უწყების ხელმძღვანელის,  ალექსანდრ ჟაროვის თქმით, რუსეთის მასობრივი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია წლის ბოლომდე ფეისბუქის შემოწმებას ჩაატარებს და იმ შემთხვევაში თუ სოციალური ქსელი რუსი მომხმარებლების მონაცემების ლოკალიზებას არ მოახდენს, დადგება მისი დაბლოკვის საკითხიც.

-2018 წლის ბოლომდე ჩვენ შევამოწმებთ კომპანიას, არსებობს რამდენიმე პუნქტი, რომლებიც უნდა შესრულდეს: რუსეთის მოქალაქეთა მონაცემების რუსეთის ტერიტორიაზე ლოკალიზება, ყველა აკრძალული ინფორმაციის წაშლა – ამას ფეისბუქი მნიშვნელოვნად აგვიანებს, – განაცხადა ჟაროვმა.