ზურა შევარდნაძე: ,,ვიყავი მე დღეს ქალაქში, საშინლად არ მომეწონა დაცარიელებული ქუჩები”

ზურა შევარდნაძე: ,,ვიყავი მე დღეს ქალაქში, საშინლად არ მომეწონა დაცარიელებული ქუჩები"ბოტანიკოსი და ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ვიყავი მე დღეს ქალაქში, საშინლად არ მომეწონა დაცარიელებული ქუჩები, არც დაცლილი სოფლები არ მომწონს. მინდა, ყველგან დუღდეს და გადადუღდეს სიცოცხლე, მინდა, ყველას ყველა უყვარდეს და როგორც ეს ორი ცალი ქალაქში დარჩენილი ადამიანი დღეს უღიმოდა ერთმანეთს, ასე იყოს სულ…
რა ვქნა, მაინც მჯერა თუ გინდა, რომ იყო ბედნიერი, უსათუოდ იქნები… ვიცი, თუ გვინდა, რომ კარგად ვიყოთ, აუცილებლად ასე იქნება, მთავარია, გვინდოდეს. კიდევ ერთი პააააატარა რამაა, სხვისი კარგად ყოფნითაც უნდა ხარობდე…
შალვა ჯანიაშვილი შემომხვდა აპარატით და იმან მაიძულა გამეცინა”, წერს და აღდგომას გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.