თეა ადეიშვილი ბებია გახდა

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, თეა ადეიშვილი ბებია გახდა. მის ერთადერთ ქალიშვილს, ნიტას, ბიჭი შეეძინა, რომელსაც მაქსიმე დაარქვეს.

პატარა 3 აპრილს დაიბადა. თეას ფეისბუქგვერდზე არ წყდება მილოცვები. ბევრი წერს, ვერ ვიჯერებთ, რომ თეა ბებია გახდაო.

თეამ გამოაქვეყნა პატარასთან ერთად გადაღებული ფოტო და ასევე სურათი, სადაც მისი სამეგობროა ასახული, რომელიც ბავშვის სანახავად კლინიკაში გამოცხადდა.

გულშემატკივრების რაოდენობა მართლაც შთამბეჭდავია.

ფორტუნა.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018