კორპუსი, სადაც მეშახტეები ცხოვრობენ, სრულად ამორტიზებულია – აღაროელების სიცოცხლე არც 400 მეტრის სიღმეშია დაცული და არც მიწის ზემოთ

კორპუსი, სადაც მეშახტეები ცხოვრობენ, სრულად ამორტიზებულია - აღაროელების სიცოცხლე არც 400 მეტრის სიღმეშია დაცული და არც მიწის ზემოთ 5 აპრილს ტყიბულში, მაღაროში მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა. 6 აპრილს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციები გაიმართა, სახელით ,,სოლიდარობა მეშახტეებს”.

“მეშახტეების დაკოჟრილ ხელებზე დგას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა”, – ამბობდნენ აქციის მონაწილეები.

მაღაროელების სიცოცხლე არც 400 მეტრის სიღმეშია დაცული და არც მიწის ზემოთ. კორპუსი, სადაც მაღაროელები ცხოვრობენ, დიდი ხანიამ ამორტიზებულია და არავინ იცის, როდის ჩამოიქცევა. ასე რომ, იქ მცხოვრებნი სამსახურშიც საფრთხის ქვეშ არიან და სახლშიც.

მაღაროელთა სახლს  რეკონსტრუქცია 1958 წლის შემდეგ არ ჩატარებია.

ქუთაისიპოსტის ფოტოები