4 დღის წინ დაკარგული 15 წლის გოგონა პოლიციამ თბილისში იპოვა

ბათუმში დაკარგული გოგონა სამართალდამცველებმა თბილისში იპოვეს. არასრულწლოვანი თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის გოგონას ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მოზარდი სახლიდან 20 აპრილს გავიდა და სკოლაში არ მისულა. ამის შემდეგ ოჯახს, მისი ადგილსამყოფელის შესახებ, ინფორმაცია არ ჰქონდა.
შს სამინისტროს მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით ჰქონდა დაწყებული.

მოზარდის დედა ეჭვობდა, რომ მისი შვილი სატანური სექტის წევრი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ის ფსიქოლოგებთანაც დაჰყავდათ.

კვირა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018