ყოფილი მაღაროელი: ,,სავენტილაციო ჰორიზონტს რომ ემუშავა, ეს უბედურება არ მოხდებოდა” – ვიდეო

ყოფილი მაღაროელი: ,,სავენტილაციო ჰორიზონტს რომ ემუშავა, ეს უბედურება არ მოხდებოდა" - ვიდეო5 აპრილს ტყიბულში, მინდელის მაღაროში დატრიალებულ ტრაგედიაზე, რომელმაც 6 ადამიანი იმსხვერპლა და 3 მძიმედ დაშავდა, გამოძიება მიმდინარეობს. სანამ დასკვნები დაიდება, სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ტელეკომპანია ,,იბერიის” ეთერში ყოფილი მაღაროელი ლევან ბეშქენაძე ამბობს, რომ სავენტილაციო ჰორიზონტს რომ ემუშავა, ეს უბედურება არ მოხდებოდა.
,,არ ვიცი შრომის ინსპექცია, როგორ შეძლებს ამის გამოძიებას. როგორც ვიცი, ადგილამდეც ვერ მიაღწიეს, როგორ შეუძლიათ
 მაგათმა განსაზღვრონ,იყო თუ არა სამთო დარტყმა. ვერ განსაზღვრავენ. ყველა შახტიორმა კარგად იცის, რომ ლავი საიდანაც გამოდის, მას უნდა ჰქონოდა სავენტილაციო ჰორიზონტი, რომელიც  უნდა ყოფილიყო
ფუნქციონირებაში. წნევას, რამაც ბიჭების დაღუპვა გამოიწვია,გაატარებდა და ეს ფაქტიც არ მოხდებოდა’’- განაცხადა ყოფილმა მაღაროელმა.

 

დარღვევების კასკადია შახტაში – ყოფილი მაღაროელი

უამრავი დარღვევაა შახტაში – ყოფილი მაღაროელი

Gepostet von Prime Time am Donnerstag, 5. April 2018