,,ფერადკანიანმა ბავშვს სახეში შეაფურთხა და კონფლიქტი აქედან დაიწყო” – ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს

,,ფერადკანიანმა ბავშვს სახეში შეაფურთხა და კონფლიქტი აქედან დაიწყო" - ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობსთბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ფერადკანიანი სტუდენტებისა და ადგილიბრივ მცხოვრებთა დაპირისპირების მიზეზებზე სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.

,,რუსთავი 2″-თან დაზარალებული სტუდენტები ყვებიან, რომ მათ ადგილობრივები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას რასობრივ ნიადაგზე აყენებდნენ და ქვეყნის დატოვებას მოითხოვდნენ.

მათივე თქმით, ადგილზე მისულმა პოლიციელებმა „მომხდარის დავიწყება ურჩიეს“.

-დაახლოებით, საღამოს ექვს საათზე, მეგობრები ვთამაშობდით ფეხბურთს. ყოველთვის ბელიაშვილის ქუჩაზე, მუნიციპალურ სტადიონზე ვთამაშობთ ხოლმე ჩვენთან მოვიდნენ და მოედნის დატოვება მოგვთხოვეს. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ერთად გვეთამაშა, რაზეც უარი გვითხრეს.

გვითხრეს, რომ 5 წუთში დაგვეტოვებინა ტერიტორია, გააგრძელეს ჩვენთან ჩხუბი. გვითხრეს, რომ წავსულიყავით არამარტო სტადიონიდან რამედ ქვეყნიდანაც, რადგანაც ვართ ფერადკანიანები.

ვითარების დაძაბვის შემდეგ პოლიცია გამოვიძახეთ, მანამდე კი დაპირისპირება ტელეფონით გადავიღეთ. ვიდეო პოლიციელებსაც ვუჩვენეთ, -ამბობს ,,რუსთავი 2″-ის ჟურნაისტთან ერთ-ერთი სტუდენტი.

საპირისპიროს ყვებიან ადგილობრივი მცხოვრებნი. მათი თქმით, უცხოელი სტედენტები მოედანზე თამაშობდნენ და ბავშვებს შიგნით არ უშვებდნენ. იქ მცხოვრები მამაკაცი მივიდა და უთხრა, რომ ბავშვები შეეშვათ სტადიონზე.

-ერთ-ერთი განსაკუთრებით აგრესიული იყო. ფეხი ხელში მომარტყა, თითი დალურჯებული მაქვს,- ყვება მამაკაცი.

ბელიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ქალი ყვება, რომ უცხოელმა ერთ-ერთ ბავშვს შეურაცხყოფა მიაყენა.

-ბავშვს სახეში შეაფურთხა. ამის შემდეგ ბავშვის დედა სტადიონზე მივიდა, მასაც შეურაცხყოფა მიაყენეს და აქედან დაიწყო კონფლიქტი,- ყვება ქალი.

ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.