სოსისი 12 ცენტი, კვერცხი 7 ცენტი – რამდენია ერთი ადამიანის ხარჯი ამერიკაში

სოსისი 12 ცენტი, კვერცხი 7 ცენტი - რამდენია ერთი ადამიანის ხარჯი ამერიკაში,,რა ჯდება ცხოვრება ამერიკაში, რამდენია ერთი ადამიანის ხარჯი?” – დავით ხვედელიძე ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული შეკითხვას ფეისბუქით პასუხობს:

,,თუ საკვებს ყიდულობ დიდ ქსელურ მარკეტებში ( Walmart, Aldi…), რომელთაც სუპერ დისქაუნთები აქვთ, ერთ კაცს კვება დღეში საშუალოდ უჯდება 1.5 $.

მაგალითად, ავიღოთ დღიური მენიუ.

საუზმე: 2 კვერცხი, 2 სოსისი, კარაქი, ჩაი. სოსისი 8 ცალი 1 $ ღირს, ცალი – 12 ცენტი გამოდის. კვერცხი 7 ცენტი, ჩაის პაკეტი 2 ცენტი (საღამოსაც იხმარე ეს პაკეტი, ნუ ,,აგულავდები” უაზროდ, აქაოდა, ამერიკაში ვარო). სულ საუზმე – 50 ცენტი.

სადილი: ქათმის სოუსი, ქათმის ხორცი დისკაუნტებზე 60 ცენტი (ისე 99 ცენტი), პლუს 60 ცენტი საკმაზი (2-3 კარყოფილი, ხახვი, მწვანილი, ტომატი) – 3 კაცის ულუფა გამოვა, ანუ სადილი ერთი ულუფა – 40 ცენტი.

ვახშამი: შემწვარი კარტოფილი და ჩაი. ფაუნდი კარტოფილი 30 ცენტი ვახშამი – 30 ცენტი.

პური უნდა იყიდო დილით ქსელურ მარკეტში, სადაც საკუთარი საცხობია, 70-80%-იანი ფასდაკლება, დღიური პური 40 ცენტის გეყოფა, ანუ სულ 60+40+30+40=1.70$”.