რუსი პროფესორი: ,,საქართველო არის მთიანი რუსეთი”

რუსი პროფესორი: ,,საქართველო არის მთიანი რუსეთი"რუსი პროფესორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ძველი სლავური და ძველი ევრაზიული ცივილიზაციების ინსტიტუტის დირექტორი მიიჩნევს, რომ საქართველო, მისი სახელწოდების მიხედვით, მთიანი რუსეთია.
ვალერი ჩუდინოვის სენსაციური, ზოგჯერ სკანდალური კვლევების სესახებ დიდი ხანია, ცნობილია, მაგრამ რუსი ისტორიკოსი ამჯერად უფრო შორს მიდის და აკეთებს რა ჩვენი ქვეყნის რუსული დასახელების ანალიზს, ასკვნის, რომ საქართველო რუსულად – მთლიან კავკასიას ნიშნავდა:
„კაცმა რომ თქვას, გრუზია რუსულად მთელ კავკასიას ნიშნავს, ანუ გორუზია არის გორნაია რუსია. ახლანდელი ქართველები კი ასე უწოდებენ მიწის იმ ნაჭერს, რაც მათ ისტორიულად, არც ისე დიდი ხნის წინ მოიპოვეს – საქართველო რუსული გორუზიისს მხოლოდ ნაწილია. ანუ მათ რუსული დასახელებაც მიითვისეს“, – ამბობს პროფესორი ერთერთ ინტერვიუში.

ფაქტები.ჯი