,,ოცნებაში” ურთიერთობებს ხვალ გაარკვევენ – ,,ვიმსჯელებთ იმ პროცესებზე, რაც ამჟამად უმრავლესობის შიგნით მიმდინარეობს”

,,ოცნებაში" ურთიერთობებს ხვალ გაარკვევენ - ,,ვიმსჯელებთ იმ პროცესებზე, რაც ამჟამად უმრავლესობის შიგნით მიმდინარეობს"ხვალ ქუთაისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც ქართულ ოცნებაში მომხდარ დაპირისპირებაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაავრცელა.

„უმრავლესობის სხდომის ფორმატში ხვალ, 21:00 საათზე შევიკრიბებით. რაც შეეხება დღის წესრიგს, დაგეგმილია მიმდინარე საკითხების განხილვა, მათ შორის, ვიმსჯელებთ იმ პროცესებზე, რაც ამჟამად უმრავლესობის შიგნით მიმდინარეობს“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.