ნინო კირთაძე ,,ევექსის” წინააღმდეგ: ,,ბიძაჩემი გაჟონვით 7 საათის დაგვიანებით მიიყვანეს საავადმყოფოში”

ნინო კირთაძე ,,ევექსის” წინააღმდეგ: ,,ბიძაჩემი გაჟონვით 7 საათის დაგვიანებით მიიყვანეს საავადმყოფოში”მსახიობი და რეჟისორი ნინო კირთაძე სამედიცინო დაწესებულება ,,ევექსის” წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებს.

,,ეს ,,ევექსი” ყოფილა აბსურდის მწვერვალი – სიკვდილის გარანტია. მათი ადმინისტრაციული მარაზმის გამო ბიძაჩემი გაჟონვით 7 საათის დაგვიანებით და ერთი ვაივიშით ქუთაისის საავადმყოფოში მიიყვანეს, როცა კრიტიკული დრო არის 3 საათი, სანამ ტვინის უჯრედების აღდგენა შეიძლება.

ფოთში საავადმყოფოს არ აქვს ამ ტიპის აუცილებელი დახმარების საშუალება, ზუგდიდში ინსულტის მართვა არ არსებობს, მაგრამ, ,,ევექსის” აზრით, ამ საავადმყოფოებში ვიზიტი აუცილებელია, სანამ ქუთაისში მოხვდები – რატომ?

ეს ვინმეს ავადმყოფ გონებაში რანაირად ლაგდება? ამაშიც ფულს აკეთებენ უეჭველად…. უნამუსო, გაღორებული ,,ევექსი”… სრულიად გულისამრევი…  გაცოფებული ვარ… ერიდეთ, სასიკვდილოა”, – დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.