ნიკა გვარამია ვანო ზარდიაშვილს: „შარდიაშვილო ვანო, რაის ადეიშვილის მარჯვენა ხელი, ვინ გაღირსებდა… შარდიან პრეზერვატივზე დაგა@ნეს და გაგიშვეს“

ნიკა გვარამია ვანო ზარდიაშვილს: „შარდიაშვილო ვანო, რაის ადეიშვილის მარჯვენა ხელი, ვინ გაღირსებდა... შარდიან პრეზერვატივზე დაგა@ნეს და გაგიშვეს“-ვანო ზარდიაშვილი 2005 წელს პროკურატურიდან რატომ გაუშვეს, იცით? იმიტომ, რომ  ნარკოტესტი ვერ გაიარა. კამერამ გადაუღო, როგორ შეიტანა სხვისი შარდი პრეზერვატივით გამოსაცდელ ოთახში, – განაცხადა ,,რუსთავი 2″-ის გენერალურმა დირექტორმა  ნიკა გვარამიამ გადაცემა ,,არჩევანის” ეთერში.

მის ამ ბრალდებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი და ნიკა გვარამიას მედიაზონდერი უწოდა. მის ამ განცხადებას სოციალურ ქსელშივე უპასუხა ნიკა გვარამიამ, რომელმაც ზარდიაშვილს წარსული გაუხსენა.

„რაის სიტემის შემოქმედი და ადეიშვილის მარჯვენა ხელი, ვინ გაღირსებდა შე ინფუზორია. სადღეღამისო მდივანი იყავი და შარდიან პრეზერვატივზე დაგა@@ნეს და გაგიშვეს.

მერე ვალერამ წაგიყვანა და იქ ჰყავდი პატარა ზონდერად და მანდატურები და სხდომის მდივნები რომელ მიტინგზე წავიდოდნენ, იმას აკონტროლებდი. სულ ეგაა შენი მდიდარი ბიოგრაფია, ახლადგამოჩეკილო ბლოგერო, შარდიაშვილო ვანო“, – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქში.