,,მრეწველთა“ პარტია ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 600 000 ლარს მიიღებს

,,მრეწველთა“ პარტია ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 600 000 ლარს მიიღებს1999 წლიდან, რაც “მრეწველთა“ პარტია შეიქმნა, პარტია კვალიფიციური სუბიექტი გახდა და ეს სტატუსი დღემდე არ დაუკარგავს – თუნდაც ეს არის “მრწეველთა“ პარტიის უპირატესობა, – ამის შესახებ “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ

“პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ საუბრისას განაცხადა.
“გერმანიაში 0.5%-ბარიერგადალახული პარტიები ფინანსდებიან და არიან კვალიფიციური სუბიექტი.

საერთაშორისო გამოცდილებას რომ ნახავთ, არ იქნება გასაკვირი ის, რაზეც დღეს არის საუბარი. აქამდე იყო დისკრიმინაციული მიდგომა მაჟორიტარების მიმართ პროპორციულთან შედარებით. თუკი მაჟორიტარ დეპუტატს შეუძლია შექმნას ფრაქცია, რატომ არ უნდა შეეძლოს დაფინანსების მიღება და რატომ არ შეიძლება ასეთ შემთხვევაში, პარტია გახდეს კვალიფიციური სუბიექტი?!“, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
მან ამ კონტექსტში ასევე აღნიშნა, რომ “მრეწველთა“ პარტიას ფრაქცია აქვს ყველა რაიონის საკრებულოში.
18 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა 77 ხმით, ერთის წინააღმდეგ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის ცვლილებები მიიღო, რომელთა მიხედვით, პარტიას კვალიფიციურის სტატუსი მიენიჭება და შესაბამისად მიიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას, თუ მის მიერ წარდგენილი მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრი შექმნის საპარლამენტო ფრაქციას, მიუხედავად იმისა, გადალახავს თუ არა ეს პარტია არჩევნებში 3%-იან ზღვარს.

ახალი ცვლილების საფუძველზე, “მრეწველთა“ პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 600 000 ლარის ოდენობის დაფინანსებას მიიღებს.

პალიტრანიუსის