მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილს 50 წლის იუბილე მიულოცა – ,,სულ მალე ვიხილავთ მას გათავისუფლებულს”

მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილს 50 წლის იუბილე მიულოცა - ,,სულ მალე ვიხილავთ მას გათავისუფლებულს"საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ყოფილ პრემიერს, ვანო მერაბიშვილს დაბადების დღე მიულოცა, რომელიც 15 აპრილს 50 წლის გახდა.

“ჩემს თანამებრძოლს და ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების ერთ-ერთ მთავარ შემქნელს, ვანო მერაბიშვილს, ვულოცავ 50 წლის იუბილეს. სულ მალე ვიხილავთ მას გათავისუფლებულს, ოლიგარქის დილეგიდან! საქართველო და ქართველი ხალხი, აუცილებლად დაამარცხებს ანტიქართულ, მძარცველთა ჯგუფს”- წერს სააკაშვილი ფეისბუქში.