მიხეილ სააკაშვილი: „მე ღარიბი პრეზიდენტი ვიყავი, ძაღლის სახლიც კი ვერ ავაშენე”

მიხეილ სააკაშვილი: „მე ღარიბი პრეზიდენტი ვიყავი, ძაღლის სახლიც კი ვერ ავაშენე" „მე ქვეყნის პრეზიდენტი ვიყავი, ღარიბი პრეზიდენტი და ძაღლის სახლიც კი ვერ ავაშენე. არც ბიზნესი მაქვს… არც მე, არც ჩემს ნათესავებს”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ZIK-ის ეთერში განაცხადა.

-საქართველოში ბიზნესი არ მქონდა, არც მინისტრებს, სანამ ისინი ამ თანამდებობას იკავებდნენ, არ ჰქონდათ ბიზნესი და მე ამას მკაცრად ვაკონტროლებდი. როდესაც მათ ბიზნესი უჩნდებოდათ, ისინი ციხეში მიდიოდნენ! – განაცხადა სააკაშვილმა.