მეექვსე სართულიდან გადავარდნილი გოგონას მდგომარეობა მძიმეა

მეექვსე სართულიდან გადავარდნილი გოგონას მდგომარეობა მძიმეათბილისში, თემქაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გოგონა გადმოვარდა. ის მიღებული ტრავმებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გოგონას  ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.