მამუკა ბახტაძეს ბიძინა ივანიშვილის ქალიშვილი მოჰყავს ცოლად

მამუკა ბახტაძეს ბიძინა ივანიშვილის ქალიშვილი მოჰყავს ცოლადსაქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი მალე სიმამრი გახდება. მისი სიძე კი შესაძლოა მთავრობის წევრი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე იყოს.

იმის თაობაზე, რომ ბახტაძესა და ივანიშილის ქალიშვილს, გვანცას რომანი აქვთ, პოლიტიკურ კულუარებში ხმა დიდი ხანია დადის. იმასაც ამბობენ, რომ ბახტაძეს ივანიშვილი პრემიერად ან პრეზიდენტად ამზადებს. ასევე ამბობენ, რომ მალე საპარტნიორო ფონდში გააგრძელებს მუშაობას და ამ ფონდის დღევანდელ უფროსს, დავით საგანელიძეს ჩაანაცვლებს.

მამუკა ბახტაძეს ბიძინა ივანიშვილის ქალიშვილი მოჰყავს ცოლადეს ხმები საფუძველს მოკლებული ნამდვლად არ უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ბახტაძემ პირველი საჯარო განცხადებები სწორედ მაშინ გააკეთა, როცა „ოცნებაში” დიდი „ორომტრიალია”.

როგორც წყარო “თაიმერს” უყვება ბახტაძისა და ივანიშვილის ქორწილი მალე უნდა შედგეს. ამასთან, ცობილია, რომ ბახტაძე ივანიშვილის უფროსი ვაჟის, უტას მეგობარია და, როგორც ამბობენ, თავის დროზე ამიტომაც ჩაუყენეს „საქათველოს რკინიგზას” სათავეში, ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ივანიშვილი ბახტაძეს იმთავითვე ენდობა.

თაიმერ.ჯი