მამა პეტრე: „ვის კისერზეა ის 12 მოზარდი, რომლებიც კლუბური ნარკოტიკით გარდაიცვალნენ?!”

მამა პეტრე: „ვის კისერზეა ის 12 მოზარდი, რომლებიც კლუბური ნარკოტიკით გარდაიცვალნენ?!”მამა პეტრე (კოლხი) საგანგაშო ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ე.წ. კლუბური ნარკოტიკით 4 დღეში 12 მოზარდი გარდაიცვალა.

„ვის კისერზეა ის 12 მოზარდი, რომლებიც კლუბური ნარკოტიკით გარდაიცვალნენ?! რატომ ვყვირი ერთი კვირაა?! როდემდე ასეთი განუკითხაობა?!
ნუთუ იმად ღირს ნარკოტიკით მოპოვებული ფული, რომ მოზარდების სიცოცხლე შეიწიროს?!
მერე რა, რომ ღმერთის არ გეშინიათ, ის არსებობს და ყველა მკაცრად აგებთ პასუხს!..

არასდროს არავისგან წამოსული აგრესიის არ მეშინოდა… ვისაც ყველანაირი რესურსები გააჩნია, ისინი მდუმარებაში იმყოფებიან… მაინცდამაინც ცისარტყელას დროშები უნდა ფრიალებდეს, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ?! ვგმობ ქრისტეს სახელით ძალადობას… სარწმუნოების დაცვას აგრესიით და გინებით…
უფრო დიდი საფრთხის წინაშე დავდექით. მოზარდი თაობა ნარკოტიკებით იღუპება. კლუბებში მიდის აქტიური პროპაგანდა, თუ როგორი კარგია სტრესის, უხასიათობის საწინააღმდეგოდ. ,,ვიყივლებ” სანამ არ გათენდება.
მე არ მეშინია დამუქრების, ჩემი შვილები არ ამოიღონ მიზანში!” – წერს მამა პეტრე ფეისბუქში.