მაკა რაზმაძე: ,,კინაღამ ინფარქტი დამმართეს ვითომ შემთხვევით გადაღებული კადრებით”

მაკა რაზმაძე: ,,კინაღამ ინფარქტი დამმართეს ვითომ შემთხვევით გადაღებული კადრებით”ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში კერძო დეტექტივი ქალების დაკავებას ეხმაურება და მისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ახსენებს, რომელიც ერთ-ერთი ტელეკომპანიის საიტზე დევს.

,,კერძო დეტექტივი ქალები დაუკავებიათ. იმედია, კარგად გამოიძიებენ მათ საქმიანობას და რაც მთავარია, შეკვეთის მიმცემების ვინაობებს.

ცოტა ხნის წინ კინაღამ ინფარქტი რომ დამმართეს ვითომ შემთხვევით გადაღებული კადრებით, რომელი კადრებიც ახლაც თავმომწონედ დევს ერთ-ერთი ტელევიზიის საიტზე შესაბამისი ეშმაკური სათაურით….

პროფესიონალიზმი და სიბინძურე ძალიან სხვადასხვა მოვლენებია…. და ადრე თუ გვიან ყველანაირი სიბინძურის შემოქმედს მიაკითხავს სამართლის ურემი”, – წერს მაკა რაზმაძე.