კრისტი ყიფშიძე: ,,სომეხი ვარ და ამის გამო მქონია უსიამოვნო შემთხვევები საქართველოში”

კრისტი ყიფშიძე: ,,სომეხი ვარ და ამის გამო მქონია უსიამოვნო შემთხვევები საქართველოში"მოდელი კრისტი ყიდშიძე ამბობს, რომ საკუთარი წარმომავლობის გამო პრობლემები არაერტხელ ჰქონია.

ახასიათებთ თუ არა ქართველებს ქსენოფობია? – ამ კითხვით მიმართა ,,გზამ” მოდელს.

კრისტი ყიფშიძე: 
-ვფიქრობ, საქართველოში სხვა ერების მიმართ ქსენოფობიური დამოკიდებულება აშკარაა და ეს საკუთარ თავზეც გამომიცდია: წარმოშობით სომეხი ვარ. ჩემი გვარი დიდი ხანია, აქ ცხოვრობს, უკვე მეხუთე თაობა თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. ჩემს თავს ქართული მენტალიტეტის მქონედ მივიჩნევ. ქართულად უკეთესად ვფიქრობ და ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემი წარმოშობის გამო მაინც მქონია უსიამოვნო შემთხვევები, თუნდაც სოციალურ ქსელში.

გზა