კეტრინ ზეტა ჯონსი სილამაზით ქალიშვილმა დაჩრდილა

კეტრინ ზეტა ჯონსი სილამაზით ქალიშვილმა დაჩრდილაამ დღეებში ნიუ იორკში დოლჩე და გაბანას წვეულება გაიმართა, რომლის სტუმრები იყვნენ კეტრინ ზეტა ჯონსი და მისი 14 წლის ქალიშვილი კერისი.

გოგონა წამიერად იქცა საღამოს ყველაზე პოპულარულ პერსონად. კერისი საოცრად გამოიყურებოდა და პრაქტიკულად საკუთარი დედაც კი დაჩრდილა.

ის ასაკისთვის შეუსაბამოდ იყო ჩაცმული: ტოპი მოშიშვლებული მხრებით, კლასიკური შარვალი და ღია ფეხსაცმელი მაღალ ქუსლებზე. ეფექტური მაკიაჟი ელეგანტური ისრებითა და მბზინავი ფერუმარილით საუცხოოს ხდიდა მის გარეგნობას.

სეთ ლუქსა და მაკიაჟში კერისი რამდენიმე წლით უფროსს ჰგავდა. გოგონას თავი ისე ეჭირ,  როგორც ასეთი ღონისძიებების ხშირი სტუმარს, თუმცა კეტრინს არც ისე ხშირად დაჰყავს შვილები მსგავს ღონისძიებებზე.

ბევრმა აღნიშნა, რომ ჰოლივუდში ახალი ვარსკვლავი იზრდება, რომელიც ადვილად გაუწევს კონკურენციას ახლანდელ მოდის ვარსკვლავებს: კაია გერბერს, ბელა ჰადიდს, კენდალ ჯენერს და სხვებს.

კეტრინ ზეტა ჯონსს ორი შვილი ჰყავს მაიკლ დუგლასთან ქორწინებიდან. ქალიშვილის გარდა, წყვილი 17 წლის ვაჟიშვილს, დილანს ზრდის.

დაინტერესდი.ჯი