კახი კალაძე ვატო შაქარაშვილის ცოლის კომპანიაზე: ,,გოთვერნულ კითხვას მისვამთ”

კახი კალაძე ვატო შაქარაშვილის ცოლის კომპანიაზე: ,,გოთვერნულ კითხვას მისვამთ"ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მოიპოვეს დოკუმენტები, რომლითაც ირკვევა, რომ ,,ქართული ოცნების” წევრის, საკრებულოს დეპუტატის, ვატო შაქარიშვილის ოჯახის კომპანიას თბილისის მერიამ მომსახურებისთვის 200 ათასი ლარზე მეტი გადაურიცხა.

ოპოზიციის თქმით, დეპუტატ შაქარაშვილის მეუღლე ნია ქირია კომპანია ,,რეკდის” აქციების 50%-ს ფლობს. თბილისის მერიამ ამ კომპანიას საახალწლო ღონისძიებების ორგანიზება ტენდერის გარეშე ორჯერ დაუკვეთა და ჯერ 84 ათასი, შემდეგ კი 150 ათასი ლარი გადაურიცხა.

აფინანსებს თუ არა თბილისის მერია დეპუტატ შაქარიშვილის ცოლის კომპანიას, ,,კურიერის”  ამ კითხვას ვატო შაქარიშვილმა თავდაპირველად ვერ უპასუხა, ვერ გაიხსენა, თუ რას საქმიანობდა მისი მეუღლე.

 

პირველი ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ შაქარიშვილმა მეორე კომენტარი გააკეთა და დაადასტურა, რომ კომპანია ნამდვილად მის ცოლს ეკუთვნის.

ქონებრივ დეკლარაციაში ოჯახური ბიზნესის და შემოსავლების დამალვის გამო ვატო შაქარიშვილი შესაძლოა საჯარო სამსახურის ეროვნულმა ბიურომ 5000 ლარით დააჯარიმოს.

ჟურნალისტმა ამის შესახებ თბილისის მერს, კახი კალაძესაც დაუსვა კითხვა.

-თქვენ გგონიათ, გოთვერნულ კითხვას მისვამთ?.. არა, ამის შესახებ არაფერი ვიცი, – უპასუხა თბილისის მერმა.