თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,ვიდექი აალებული ჩანთით და მასხამდნენ წყალს”

თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,ვიდექი აალებული ჩანთით და მასხამდნენ წყალს",,ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც ამერიკაში სიტყვით გამოვიდა სამიტზე „ქალები მსოფლიოში“, სოციალურ ქსელში წერს:

„სცენიდან აუდიტორიას ვერ ვხედავდი განათების გამო, მაგრამ შეძახილები კარგად მესმოდა – that girl is on fire… ანუ “ცეცხლია ეს გოგოო”, მიყვიროდნენ.

რომ დასრულდა და გამოვედი, უამრავი ადამიანი დამესია – მადლობებს მიხდიდნენ, მაქებდნენ, მე მთვრალივით ვიყავი, გაბრუებული სტრესისგან და სიგარეტზე ძალიან არაფერი მინდოდა.

გამოვვარდი გარეთ, ლინკოლნ ცენტრის მოედანზე და სიგარეტს მოვუკიდე.

ამასობაში ღონისძიებაც დასრულდა – ხალხმა გამოსვლა დაიწყო და გარეთაც იგივე მოხდა. ფოტოების გადაღებას მთხოვდნენ.

სიგარეტით ხელში ფოტოს გადაღება არ მინდოდა, ვერც ძირს დავაგდე, ჩავაქრე, ჩანთაში ჩავაგდე “ბიჩოკი”. ვიღებ ფოტოებს, ვეხუტები ხალხს, მადლობებს ვიხდი ქებისთვის და თან დამწვრის სუნი მცემს.

მოკლედ, სიგარეტი თურმე არ ჩამიქრია და ჩემს ჩანთას და შიგ ჩაყრილ ფურცლებს ცეცხლი მოეკიდა.

ვიდექი ასე, ლინკოლნის ცენტრის მოედანზე, აალებული ჩანთით – literally on fire და მასხამდნენ წყალს.

დამწვარი ჩანთა ბარბარამ წაიღო – სუვენირად.

P.S. ფოტოები მომდის ნელნელა და დავდებ. აქ ჩანთა უკვე დამწვარია და შიგ ჩაგდებული ქლაჩი გადამირჩა. გიგას ხელში წყლის ბოთლი უჭირავს, რითიც ჩამაქრეს.

ეს სინტია მაკფადენია, ძალიან ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი“.