თაკო გამრეკელაშვილს მამინაცვალმა შურისძიების გამო გამოჭრა ყელი – რას ყვება ბარნოვზე მოკლული ქალის ოჯახი

თაკო გამრეკელაშვილს მამინაცვალმა შურისძიების გამო გამოჭრა ყელი - რას ყვება ბარნოვზე მოკლული ქალის ოჯახითბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლულ ახალგაზრდა ქალს კახეთში გადაასვენებენ

თაკო გამრეკელაშვილის ცხედარს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში დაკრძალავენ.

მოკლულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელი დედამისის ყოფილი მეუღლე ვეფხია ბაქრაძეა, რომელმაც ახალგაზრდა ქალი შურისძიების ნიადაგზე მოკლა.

მათივე თქმით, კაცი ყოფილ ცოლზე მუდმივად ძალადობდა და შვილის მოკვლით ემუქრებოდა. მან საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა, სადაც სწორედ ცოლის ცემის გამო მოხვდა.

ოჯახი პოლიციის მხრიდან დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობს. მათი თქმით, სამართალდამცავებმა კაცს შემაკავებელი ორდერი რამდენჯერმე გამოუწერეს, თუმცა ეს საკმარისი არ იყო.

25 წლის გოგო 13 აპრილს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს. მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

იმედინიუსი