თაკო გამრეკელაშვილის შვილებს მკვლელი სახლში დახვდათ, ის მათ ტანსაცმელს ჭრიდა და ბენზინს ასხამდა – სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

თაკო გამრეკელაშვილის შვილებს  მკვლელი სახლში დახვდათ, ის მათ ტანსაცმელს ჭრიდა და ბენზინს ასხამდა - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალებითაკო გამრეკელაშვილის სასტიკ მკვლელობაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი.  როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ყვებიან, მამინაცვალი თაკო გამრეკელაშვილს სახლში ელოდებოდა.

გარდაცვლილის ბებია და დეიდა ამბობენ, რომ სახლში მისულ ბავშვებს ვეფხვია ბაქრაძე დახვდათ, რომელიც მათ ტანსაცმელს ჭრიდა და ბენზინს ასხამდა. შემდეგ კი მან ახალგაზრდა ქალს  ბავშვების თვალწინ გამოჭრა ყელი.

მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს, საღამოს მოხდა. მკვლელობის მოტივი შესაძლოა შურისძიება იყოს. ოჯახის წევრების თქმით, ბაქრაძე ყოფილ ცოლს შვილის მკვლელობით ხშირად ემუქრებოდა.

1972 წელს დაბადებული ვეფხია ბაქრაძე სოფელ თელეთში გუშინ დააკავეს.  ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია, მისთვის ბრალი ჯერ ისევ არ წარუდგენიათ. ვეფხია ბაქრაძეს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება და მას სახაზინო ადვოკატი დაიცავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავა. თ.ბ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქრონიკა