თაკო გამრეკელაშვილის მამა: ,,ბავშვების თვალწინ ყელი გამოჭრა ჩემს შვილს”

თაკო გამრეკელაშვილის მამა: ,,ბავშვების თვალწინ ყელი გამოჭრა ჩემს შვილს”თბილისში ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალი კახეთში გადაასვენეს. 25 წლის თაკო გამრეკელაშვილი თავდაპირველად ახმეტაში მამის სახლში, შემდეგ კი თელავის რაიონის სოფელ სანიორეში დედის მშობლების საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.
როგორც გარდაცლილის მამამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მის შვილს სასიკვდილო ჭრილობები კისერში დანით აქვს მიყენებული.
-ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ექსპერტმა მითხრა, რომ ჩემს შვილს კისერში დანით აქვს ჭრილობები მიყენებული. იმ დღეს თაკო ჩემთან უნდა მოსულიყო, რომ არ გამოჩნდა, ძებნა დავიწყე და ნათესავებისგან გავიგე ეს საშინელი ამბავი.

ბავშვების თვალწინ ყელი გამოჭრა ჩემს შვილს. რა უნდა ვთქვა, ისე ვარ, არაფრის თქმა არ შემიძლია, – განაცხადა ზვიად გამრეკელაშვილმა.
მოკლულ ახალგაზრდას სავარაუდოდ, სამშაბათს, სანიორის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალს საკუთარი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრეს.

ინტერპრესნიუსი