,,თაკო გამრეკელაშვილის და დედამისის განცხადება არ შეიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვინმეს სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე” – ლონდა თოლარაია

,,თაკო გამრეკელაშვილის და დედამისის განცხადება არ შეიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვინმეს სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე" - ლონდა თოლარაია-მიმდინარეობს მუშაობა, რომ პოტენციურ მოძალადეებს, გარდა შემაკავებელი ორდერისა, გაუკეთონ ელექტრონული სამაჯური, -ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ ისაუბრა.

ამავე გადაცემაში ის შეეხო თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეს, რომელსაც, გამოძიების ინფორმაციით, დედის ყოფილმა ქმარმა, ვეფხია ბაქრაძემ ყელი გამოჭრა. მკვლელობამდე თაკო გამრეკელაშვილი დედასთან, ნათელა გობაძესთან ერთად პოლიციაში იყო, სადაც განცხადება შეიტანეს და გაიცა შემაკავებელი ორდერი.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პოლიციას დროულად და სათანადოდ რომ ემოქმედა, ამ ტრაგედიას თავიდან აიცილებდნენ. ამას არ ეთანხმება ლონდა თოლარაია და აცხადებს:

-იმ კონკრეულ მომენტში არ არსებობდა სხვა ღონისძიების გამოყენების საჭიროება, მოწოდებული ინფორმაცია, შემოტანილი განცხადება არ შეიცავდა რისკებს და ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვინმეს სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ემუქრებოდა საფრთხე. უფრო მეტიც, განცხადება საერთოდ არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და, მით უმეტეს, არ შეიცავდა ინფორმაციას, რომ მოძალადე საშიში იყო გოგინასთვის, რომლის მკვლლობაც მან შემდეგ განახორციელა. ასეთი ინფორმაცია განცხადბაში არ იყო.

ამ ფაქტმა კიდევ ერთხლ დაგვანახა, რომ სამართალდამცავ ორგანოში მომართვა დროულად უნდა მოხდეს და აღწერილ იქნას ფაქტის სიმძიმე ყოველგვარი შელამაზების გარეშე.