ზუკა ხუციშვილი – “ძალიან რთული და ბუნდოვანია ეს ყველაფერი… გიო ისრაელში მკურნალობს”

ზუკა ხუციშვილი -  "ძალიან რთული და ბუნდოვანია ეს ყველაფერი... გიო ისრაელში მკურნალობს"მომღერალი გიო ხუციშვილი მძიმე სენს ებრძვის. მისმა შვილმა ზუკა ხუციშვილმა ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ისრაელში მკურნალობს.

– ძალიან რთული და ბუნდოვანია ეს ყველაფერი. ყველა ადამიანი თავისებურად ებრძვის ამ სენს. ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარი ერთიანობაა. ჩვენ, ყველანი, გიოს გვერდით ვართ. არ მინდა წარმოვიდგინო ან დავუშვა ის მომენტი, რომ რამე ცუდი შესაძლოა მოხდეს, არა! ამაზე ფიქრი არ მინდა. მთავარია, ბოლომდე მის გვერდით ვართ და მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით, ბედნიერად.

ისრაელში მკურნალობს, დედაჩემიც იქაა. ვერ გეტყვით, რას ამბობენ ექიმები, მიმდინარეობს მკურნალობა. ყველაფერი იქნება კარგად, – ამბობს ზუკა.

ინტერვიუს სრული ვერსია წაიკითხეთ ჟურნალ “სარკის” მიმდინარე ნომერში