ვეფხვია ბაქრაძის შეწყალებაზე პრეზიდენტი განმარტებას ხვალ გააკეთებს

ვეფხვია ბაქრაძის შეწყალებაზე პრეზიდენტი განმარტებას ხვალ გააკეთებსსაქართველოს პრეზიდენტი და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ხვალ საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. საქმე ეხება, ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შეწყალებას.

ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 1972 წელს დაბადებული ბაქრაძე 2015 წელს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით იყო დაკავებული, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა, – ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს, საღამოს მოხდა. მოკლულია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად დასთან იყო. ის სახლში ბავშვების თვალწინ მოკლეს.

დაღუპულის დედის მეგობარი კაცი, 1972 წელს დაბადებული ვეფხია ბაქრაძე, სოფელ თელეთში გუშინ დააკავეს. დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

იმედინიუსი