ვაკეში 25 წლის ქალს ყელი მამინაცვალმა გამოჭრა? – რა მოხდა ბარნოვის 77-ში

ვაკეში 25 წლის ქალს ყელი მამინაცვალმა გამოჭრა? – რა მოხდა ბარნოვის 77-შითბილისში, ბარნოვის 77-ში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ,,იმედინიუსმა” გაარკვია, გარდაცვლილი 1993 წელს არის დაბადებული. მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის ზუსტდება, თუ ვის ეკუთვნის საცხოვრებელი სახლი, სადაც მკვლელობა მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, გოგო, რომელიც მოკლეს, დასთან იყო სტუმრად, თუმცა არსებობს ვერსია იმის შესახებაც, რომ დები ერთად ცხოვრობდნენ ამ სახლში.

,,რუსთავი 2″-ის ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, ბარნოვის ქუჩაზე ქალს ყელი მამინაცვალმა გამოჭრა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოკლულის დედას და მის ყოფილ მეუღლეს სასამართლოში დავა ჰქონდათ, მამაკაცი ყოფილ ცოლთან შერიგებას ითხოვდა. მეზობლების ინფორმაციით, ყოფილი მეუღლე ქალს შვილის მოკვლით ადრეც დაემუქრა.

მოკლულ ქალს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. როგორც ცნობილია, ისინი დედის მკვლელობას შეესწრნენ.

თვითმხილველები ყვებიან, რომ შენიშნეს მამაკაცი, რომელიც ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა, თუმცა მისი სახე არ დაუნახავთ.