ემზარ კვიციანმა აღიარა, რომ რუსული სპეცსამსახურების დავალებებს ასრულდებდა -,,მე ოჯახი მყავდა გადასარჩენი”

ემზარ კვიციანმა აღიარა, რომ რუსული სპეცსამსახურების დავალებებს ასრულდებდა -,,მე ოჯახი მყავდა გადასარჩენი"დეპუტატი ემზარ კვიციანი 12 წლის წინ კოდორის სპეცოპრეცაიის დეტალებს იხსენებს და აღიარებს, რომ ის რუსული სპეცსამსახურების დავალებით განცხადებებს აკეთებდა.

კოდორის ხეობაში, პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა და ამჟამად „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში ისაუბრა. რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომ ხეობაში ამერიკელი სამხედროები იყვნენ განთავსებული, კვიციანი ამბობს, რომ ამის თქმას რუსული სპეცსამსახურები ავალებდნენ.

-ოჯახი იყო იქით გატყუებული, მე სად წავიდოდი გარდა იმისა, სადაც ჩემი ოჯახი იყო, წასასვლელიც არსად მქონდა, მით უმეტეს, რომ უკვე წამიყვანეს. მე შემეძლო იქიდან წამოსვლა, ვერტმფრენის გატაცებაც შემეძლო, ყველაფერი, იმიტომ, რომ იარაღიც მქონდა იმ პერიოდში, მაგრამ სად წავსულიყავი? უკვე ვიცოდი, რომ ესენი ერთნი იყვნენ, სააკაშვილის ხელისუფლება და რუსეთი. სად წავსულიყავი?

რაც შეეხება განცხადებებს, ჩემთვის იყო მთავარი, რომ ქმედება არ შემოეთავაზებინათ, თორემ განცხადება ჩემთვის იყო არაფერი, იმიტომ, რომ მე ოჯახი მყავდა გადასარჩენი. განცხადებებს დავთანხმდი, არჩევანი უნდა გამეკეთებინა, იმ განცხადებებით არაფერი ვავნე ჩემს სამშობლოს, იმ განცხადებებით ვავნე მხოლოდ ჩემს თავს.

საქმე რაიმე დაუშავდა ჩემს ქვეყანას ჩემი ლაპარაკით? ჩემი თავის, ჩემი ავტორიტეტის გარდა, ვინმეს რამე დაუშავდა? ამიტომ, მე წავედი თვითლიკვიდაციაზე, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ნიუპოსტი