,,დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, მამაჩემს სახე აქვს გაჭრილი, 2.000 ლარი წაიღეს” – რა მოხდა სოფელ ფერმაში

,,დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, მამაჩემს სახე აქვს გაჭრილი, 2.000 ლარი წაიღეს” – რა მოხდა სოფელ ფერმაშიკასპის რაიონის სოფელ ფერმაში სამი ნიღბიანი და შეიარაღებული პირი ალიოღლების ოჯახს თავს დაესხა. წაღებულია ფული და ძვირფასეულობა. როგორც ოჯახის წევრები ჰყვებიან, ყაჩაღებმა ისინი ჯერ დააბეს, შემდეგ აწამეს და თანხა ისე გამოსძალეს

„სამი კაცი დაგვესხა თავს. ნიღბებით. დაგვაბეს. ამოიღეთ ფული რაც გაქვთო. მამაჩემი სცემეს, დედაჩემიც. სახეზე დანა დაუსვეს. მერე მე ამიყვანეს, რაც გვქონდა ოქრო და ფული, მივეცით, 2000 ლარამდე იყო თანხა. ორს იარაღი ეჭირა და სამივეს ჰქონდა დანა. მამაჩემს თავი და ორივე თვალი აქვს გასიებული, სახე აქვს გაჭრილი, დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, სახე გაკერილი აქვს. გვითხრეს, ხვალ რომ გნახოთ პოლიციაში ან ტელევიზიაშიო იმ დღესვე მოგჭრით თავსო “-ამბობს საბინა ალახვერდოვა.

როგორც დიმიტრი აბრამოვი ამბობს სავარაუდოდ, ყაჩაღებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ სახლში თანხასა და ძვირფასეულობას ინახავდნენ.

„ვიცით, რომ თანხა გაქვთო. ჩემი აზრით, ვიღაცამ გამოაგზავნა, თანხა გამოიტანეთო. ორს კალაშნიკოვი ჰქონდა ერთს კი აბრეზი“- ამბობს აბრამოვი.

რუსთავი 2