დათო ლიკლიკაძე; ,,გული ახლაც ხელით მიჭირავს”

დათო ლიკლიკაძე; ,,გული ახლაც ხელით მიჭირავს"ქუთაისელი ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ფეისბუქში დედის უცაბედ ზარზე სტატუსს თავის ჩვეულ სტილში, იუმორით წერს:

,,არა რაა… ჩვენ (შვილები) ან საერთოდ უნდა გავთავისუფლდეთ დედების კომპლექსებიდან ან პირიქით, ბოლომდე უნდა მივეჯაჭვოთ მათ… სხვანაირად არ გამოდის, მესამე გზა ვერ ვიპოვე…
დილის 7 საათზე დედაჩემი რეკავდა მობილურზე. ვიდრე ვუპასუხე, ოვკვდი, ჩამოვწყდი, ჩამოვიშალე. იგი არასოდეს რეკავს დილით, რადგან იცის, მეშინია და გაფრთხილებული მყავს. მივხვდი, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა…
– დათო დედიკო, ხო არ გაგაღვიძე?
– რა ხდება დედა!!!
-სასწაული ყველი ჩამოიტანეს სიმონეთელმა ქალებმა, აგიღო ერთი-ორი კილო?
ზუსტად სამი საათი გავიდა და გული ხელით მიჭირავს. ვერ დავწყნარდი, ისევე როგორც ვერასოდეს განვთავისუფლდები “დედის კომპლექსებისგან” და, მართალი გითხრათ, მგონი, არც მინდა… დიდხანს მყავდეს და ვინერვიულებ რაა….
p.s  ეს ყველი მაინც მდომოდა, ზუსტად 3 კილო ვიყიდე გუშინ, თან სიმონეთელი ქალებისგან”.