დავით ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, რომ მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვოს – ,,მამუკამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს განცხადების შინაარსი”

დავით ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, რომ მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვოს - ,,მამუკამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს განცხადების შინაარსი"„მე დღეს შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე”,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მანამდე ტელეკომპანია ,,იბერიის” გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში” უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მათ შეცდომები დაუშვეს.

-თუ ვინმეს აინტერესებს, საზოგადოება ვის მხარეს არის, გავიდეს ,,ოცნებიდან”,  შექმნას დამოუკიდებელი გუნდი და მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ეკა ბესელიას ორჯერ მოუწყეს დემარში უმრავლესობის წევრებმა და  ამის განხილვაც უნდა მოხდეს…

პრემიერის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთეს. ესენი არ არიან რიგითი წევრები, ეს ნიშნავს, რომ არ ეთანხმებიან პრემიერს და ხატავენ ისე, რომ პრემიერს უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მდინარაძემ ხომ არ გაგწიათო, დეპუტატმა უპასუხა;

-მდინარაძემ გამწია რა, კარატე კი არ ვარ… მე უბრალოდ ვიძახი, რომ მათ საკუთარი თავი გაწიეს იმ თანამდებობებიდან, რომლებსაც ისინი იკავებენ, – განაცხადა დეპუტატმა.

კითხვაზე, მდინარაძე ხომ არ დაკარგავს პლიტიკურ თანამდებობას, დავით ჭიჭინაძემ ასე უპასუხა:

-მამუკამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს განცხადების შინაარსი… მე ყოელთვის მომხრე ვარ ერთობის.