გორში დაკარგული დები მეგრელიშვილები პოლიციამ რუსთავში იპოვა

გორში დაკარგული დები მეგრელიშვილები პოლიციამ რუსთავში იპოვადაკარგული დები, ანი და მარიამ მეგრელიშვილები პოლიციამ რუსთავში იპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი რუსთავში მეგობრებთან ჩავიდნენ.

დები თავს კარგად გრძნობენ. მათ ჯერ პოლიცია გამოკითხავს და ფსიქოლოგი გაესაუბრება, შემდეგ კი ოჯახში დააბრუნებენ.

ოჯახი გორიდან გაუჩინარებულ ორ არასრულწლოვან დას ეძებდა.

გაუჩინარებულ 16 წლის მარიამ და 17 წლის ანა მეგრელიშვილებს 12 აპრილიდან ოჯახი საკუთარი ძალებით ეძებდა, 5 დღის წინ კი შესაბამისი განცხადებით შს სამინისტროს მიმართეს.

იმედინიუსი