გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ თომა მონათლეს

გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ თომა მონათლესპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და მისმა მეუღლემ მაკა ჩიჩუამ უმცროსი ვაჟი, თომა მარგველაშვილი, მოინათლეს. ნათლობის ფოტოები პრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აიტვირთა.

თომა იანვარში დაიბადა. წყვილისთვის ის მეორე საერთო შვილია. მათი პირველი საერთო ვაჟი, თემო მარგველაშვილი, სამი წლისაა.

გიორგი მარგველაშვილს წინა ქორწინებიდან ქალიშვილი ანა მარგველაშვილი ჰყავს, მაკა ჩიჩუას – მაშო ჩიჩუა.