ბათუმის ბულვარში ქალაქის მთავარ მებაღეს ძეგლი გაუხსნეს

ბათუმის ბულვარში ქალაქის მთავარ მებაღეს ძეგლი გაუხსნესბათუმის ბულვარში ქალაქის მთავარი მებაღისა და ცნობილი დეკორატორის, იასონ გორდეზიანის, ძეგლი გაიხსნა. ძეგლის ავტორი მოქანდაკე ირაკლი წულაძე გახლავთ.

იასონ გორდეზიანი (1876-1960 წ.წ.) ბათუმის მთავარი მებაღე და ცნობილი დეკორატორი იყო. მას განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული, კერძოდ, ვერსალის სასოფლო-სამეურნეო ნაციონალურ ინსტიტუტში. მუშაობდა საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ჰოლანდიის საბაღო მეურნეობებში. როგორც აღიარებული სპეციალისტი, იგი სამუშაოდ მიიწვიეს ლონდონის ბოტანიკური ბაღის მებაღე-დეკორატორადაც.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

-ეს იყო ადამიანი, რომელმაც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ბათუმის აღმშენებლობაში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის და ულამაზესი სანაპირო ბულვარის განაშენიანებაში.

მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი უფრო მიმზიდველი და უფრო ლამაზი გამხდარიყო. მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე, — განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

ქანდაკების განთავსება ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივითა და სპეციალური კომისიის მონაწილეობით განხორციელდა.

ძეგლი ბათუმის ზღვისპირა ბულვარზე, ცნობილი კოლონადების მიმდებარედ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ და ბათუმის მერთმა ლაშა კომახიძემ გახსნეს.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების წევრები და იასონ გორდეზიანის შთამომავლები ესწრებოდნენ.

სპუტნიკი