არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოკუპანტებმა ორგანოები ამოაცალეს – პროკურატურა ოჯახს საქმის მასალებს აცნობს

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოკუპანტებმა ორგანოები ამოაცალეს - პროკურატურა ოჯახს საქმის მასალებს აცნობსცხინვალის იზოლატორში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა ერთი საათია მცხეთის პროკურატურაში იმყოფება. მას გამომძიებლები საქმის მასალებს აცნობენ.

„კურიერის“  ინფორმაციით, მოკლული ტატუნაშვილი ოკუპანტებმა საქართველოს ხელისუფლებას შინაგანი ორგანოების, მათ შორის გულისა და თავის ტვინის გარეშე გადმოსცეს.

კონფიდენციალური წყარო “კურიერს” უყვება, რომ ეს გარემოება, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტებმა გადმოსვენების ღამესვე აღმოაჩინეს.

შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ექსპერტიზის წინასწარი შეფასებაა.  ოჯახის წევრებს პროკურატურის წარმომადგენლებმა ოფიციალურად უნდა დაუდასტურონ ის ინფორმაცია, რომელიც კულუარულად არსებობს.

გარდა ამისა, პროკურატურა მზად არის, საქართველოში ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით ოჯახის მხრიდან დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მასალები საზღვარგარეთ გადააგზავნოს.

რუსთავი 2