ამერიკა სირიაში ქიმიურ თავდასხმას ძალისმიერი მეთოდებით უპასუხებს

ამერიკა სირიაში ქიმიურ თავდასხმას ძალისმიერი მეთოდებით უპასუხებსამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სირიაში ქიმიურ თავდასხმასთან დაკავშირებით საპასუხოდ ქმედებების შესახებ გადაწყვეტილებას 48 საათში მიიღებს – განცხადება ამის შესახებ შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებსა და უშიშროების საკითხებში მრჩევლებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონის საპასუხო ქმედება სწრაფი და ძალისმიერი იქნება.

მან სირიის სამთავრობო ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი დაგმო.

რამდენიმე დღის წინ ქიმიურ შეტევას სირიის ქალაქ დუმაში 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.