ტეხასში სამაშველო სამსახური 911-ის თანამშრომელი დამნაშავედ ცნეს.
მან საგანგაშო ზარის დროს ყურმილი დაკიდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
44 წლის კრენშანდა უილიამსს 10 დღითა და 18 თვით პირობით პატიმრობა მიესაჯა. 911-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უილიამსს არაერთხელ გაუწყვეტია საუბარი ტელეფონზე, როდესაც ადამიანები დასახმარებლად რეკავდნენ.
უილიამსი აცხადებდა, რომ ყურმილს კიდებდა, რადგან იმ მომენტში არავისთან ლაპარაკი არ სურდა.
იმედინიუსი