,,ჯანმრთელ ბავშვს აუცრეს, კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა” – გია ყრუაშვილი

გია ყრუაშვილმა ფეისბუქში დაწერა: ,,ჯანმრთელ ბავშვს აუცრეს, კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. ბევშვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ ადარდებს. ღმერთმა გაგინათლოს სული, ჩემო პატარა. სამწუხაროა, როცა ჩემი ასაკის კაცს შენი სულის განათლებაზე მიწევს საუბარი, შენ შემოგევლე”.

,,ალია” ვეტერან რკინიგზელს, გია ყრუაშვილს დაუკავშირდა:

– მაგ საწყალი ბავშვის მამა მუშაობს ჩვენთან, საქართველოს რკინიგზაში, თანამშრომლები ვართ. ვიცოდი, რომ ბავშვი კომაში ჰყავდა, დაახლოებით 6 თვეზე მეტხანს იყო გათიშული, მდგომარეობიდან ვერ გამოჰყავდათ, მაგრამ დეტალებს ვერ ვეკითხებოდი, კაცს თავისი გაჭირვება ჰქონდა… ახლა კვირას იყო ბავშვის დაკრძალვა, ვიყავი იქ მისული და მაშინ ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. ყველა მასალა და დოკუმენტები მაქვს, რითაც ექიმის ბრალეულობა იკვეთებაო და ბრძოლას ვაპირებო, ჩემი შვილის მკვლელობას არავითარ შემთხვევაში არ ვაპატიებ არავისო! ეს კაცი ახლა ხაშურშია, იმ კვირაში ჩამოვა…

– თუ იცით, რა აცრა გაუკეთდა?

– ბოლო აცრა რომ არის, 13-14 წლის ასაკში რომ ცრიან ბავშვს, ეგ აცრა იყო.

– ანუ ე.წ. გეგმიური აცრაზე გაქვთ საუბარი?

– დიახ, დიახ. როგორც მამისგან ვიცი, ამ ტიპის აცრას მოჰყვა ეს საშინელება… მე გაუბედურე მამას ვუთხარი,რომ გვერდში დავუდგები და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. თავად მყავს პრობლემური ბავშვი, ლაზარე. ვიცი, რასაც ნიშნავს შვილის ცუდად ყოფნა და კაციშვილისგან ვერ ვგრძნობ თანადგომას. აგერ ჩემი ინიციატივით ორჯერ ვიყავი მისული ხორავას ქუჩაზე მოკლული ბავშვის მამასთან, დადის საცოდავად მარტო სასამართლოებზე და კაციშვილი ყურს არ იბერტყავს!

– ხომ არ იცით, რომელი ქალაქის რომელ კლინიკაში აცრეს ბავშვი?

– არ ვიცი ეს დეტალები, ბავშვის მამასთან რომ გაისაუბროთ, ის აგიხსნით მერე ყველაფერს. მე ერთი სიკვდილი გავიარე, ის ბავშვი რომ სასახლეში ვნახე და სიმწრისგან აღარ ვიცი, რა ვქნა. რომ აცრეს ბავშვი, ფაქტია და აცრის შემდეგ რომ გაითიშა, კომაში ცავარდა და ამდენი ხანი აპარატზე იყო შეერთებული, ესეც ფაქტია.

„ალია“, ნინო ლაბარტყავა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018