,,ძმამ საკუთარი ძმა მძინარე მოკლა” – რას ყვებიან კასპში მოკლული მამაკაცის მეზობლები

,,ძმამ საკუთარი ძმა მძინარე მოკლა" - რას ყვებიან კასპში მოკლული მამაკაცის მეზობლებიკასპში, სარაჯიშვილის ქუჩაზე ცივი იარაღით მამაკაცი მოკლეს. როგორც ცნობილია, მისი ცხედარი საძინებელ ოთახში იპოვეს.

გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

მეზობლების ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი, მოკლულის ძმაა.

უცნობია, რა გახდა მკვლელობის მოტივი. ოჯახის ნაცნობები ამბობენ, რომ გუშინდლამდე ძმებს შორის კონფლიქტი არ შეუნიშნავთ, თუმცა გუშინ მათ სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ძმამ საკუთარი ძმა მძინარე მოკლა.

როგორც შს სამინისტროდან „რუსთავი2“-ს განუცხადეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია ცხელ კვალზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

რუსთავი 2