,,ჩემ გვერდით დაწექი“, „ტაკოზე უნდა გაგარტყა” – სამეგრელოში 66 წლის პედაგოგი 15 წლის მოზარდზე სექსუალურად ძალადობდა

,,ჩემ გვერდით დაწექი“, „ტაკოზე უნდა გაგარტყა” - სამეგრელოში 66 წლის პედაგოგი 15 წლის მოზარდზე სექსუალურად ძალადობდა,,ჩემ გვერდით დაწექი“, „მოდი, დაჯექი, დაჯექი, ტაკოზე უნდა გაგარტყა,“ – 15 წლის გოგონა 66 წლის პედაგოგს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

ვიდეო 15 წლის გოგომ მასზე სექსუალური ძალადობის დროს პედაგოგის სახლში გადაიღო.

არასრულწლოვანი გოგონას მიერ გადაღებულ ვიდეოში ისმის, რომ ბავშვი მასწავლებელს სექსუალური ძალადობის შეწყვეტას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფეხბურთო გუნდიდან წასვლით ემუქრება. 70 წლამდე მასწავლებელი კი გოგონას აშანტაჟებს, ფიზიკური შეურაცხყოფით ემუქრება და უყვირის.

არასრულწლოვანი სამეგრელოში ფეხბურთის გუნდში სათამაშოდ იმერეთის ერთ-ერთი ქალაქიდან ჩავიდა. მწვრთნელის სახლში ის თანაგუნდელთან ერთად ცხოვრობდა. მოზარდი ამტკიცებს, რომ სექსუალური ურთიერთობა მასწავლებელმა მას სახლში გადასვლიდან 1 კვირაში, ფულის სანაცვლოდ, შესთავაზა.

მოზარდმა ვიდეო საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად გადაიღო, მასწავლებლის სახლიდან წამოვიდა და მოძალადის სამართლებრივად დასჯას ითხოვს.

ბოლო ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა, მოზარდზე მწვრთნელმა ერთ დღეში რამდენჯერმე იძალადა და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.

არასრულწლოვანმა ვიდეომასალა ჯერ საფეხბურთო სკოლის თანამშრომლებს, შემდეგ კი ოჯახის წევრებს აჩვენა. გოგონას დედა დახმარებას პრეზიდენტს სთხოვს.

სექსუალური შევიწროვების შემდეგ, გოგონას ფსიქოლოგების დახმარება დასჭირდა. მას ექიმებმა მკურნალობის კურსი დაუნიშნეს, თუმცა დედამ შვილისთვის უსახსრობის გამო წამლების შეძენა ვერ მოახერხა.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაბათის ,,კურიერის” ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ, დაიწყო.

66 წლის პედაგოგი დაკავებულია.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

უწყება განცხადებას აქვეყნებს:

“შსს-ს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკსმიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული ა.კ. სენაკში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 მარტს, ჩხოროწყუს ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელმა ა.კ.-მ, თავის კუთვნილ ავტოფარეხში და საცხოვრებელ ბინაში, მასთან დროებით მცხოვრები, 2002 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,”-აღნიშნულია განცხადებაში.

,,კურიერში” გასული ანონსის შემდეგ  გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმეში ჩართულია საია, სწორედ მისი წარმომადგენლის თანდასწრებით მიმდინარეობდა არასრულწლოვანის გამოკითხვა.

მოზარდი 3 საათის განმავლობაში ყვებოდა მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის დეტალებს.

რუსთავი 2