შალვა ნათელაშვილი: ,,მოზრდილები მაშინ შევდიოდით სტადიონზე, როცა პატარები ამთავრებდნენ თამაშს”

პრეზიდენტობის კანდიდატი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეხმაურება თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ნიგერიელ სტუდენტებს შორის დაპირისპირებას და წერს:

,,მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კონფლიქტი აფრიკელ სტუდენტებსა და დიღმელებს შორის არ დაწყებულა კანის ფერისა და რასობრივ მოტივაციათა გამო.

არ ვიცი, სხვა ქვეყნებში რა წესებია, მაგრამ მოზრდილები მაშინ შევდიოდით სტადიონზე, როცა პატარები ამთავრებდნენ თამაშს”, – წერს შალვა ნათელაშვილი.

ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებთა თქმით, კონფლიქტის მიზეზი ის გახდა, რომ ნიგერიელი სტუდენტები ბავშვებს სტადიონზე არ უშვებდნენ და არ ათამაშებდნენ. არასრულწლოვნებს ასაკით უფროსი ადამიანები გამოექომაგნენ და ჩხუბიც ამის შემდეგ დაიწყო.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018