ქუთაისის მერია ნიკეას ქუჩაზე დროშის აღმართვაში 65 ათას ლარზე მეტს დახარჯავს

,,დროშა ვერ დაკიდენ” – ხელისუფლებამ ოპოზიციონერი ქუთაისელი დეპუტატის, გოგი წულაიას კრიტიკა გაითვალისწინა და ქუთაისის მერიამ ქალაქის შემოსასვლელში საქართველოს სახელმწიფო დროშის სადგარის დამონტაჟებისთვის 65 651 ლარის ღირებულების ტენდერი  (NAT180005887) გამოაცხადა. დროშის სადგარი ნიკეას ქუჩაზე # 70 ბინასთან უნდა განთავსდეს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 5 დღეში უნდა დაიწყოს და 30 დღეში შეასრულოს. დროშის ქვეშ ოთხი სანათი უნდა დამონტაჟდეს.

 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018