ფერადკანიანი სტუდენტების ცემაში მონაწილეებს 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ბელიაშვილის ქუჩაზე, ადგილობრივ მოსახლეებსა და საქართველოში დროებით მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილზე ვითარება სამართალდამცველების მისვლის შემდეგ განიმუხტა.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა დროულად მოხდეს სიმართლის დადგენა და დამნაშავის კანონის შესაბამისად დასჯა.

კვირა.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018