უცნობია, ანძიდან გადმომხტარ მამაკაცს ჟურნალისტებისთვის რისი თქმა სურდა

ცოტა ხნის წინ თბილისში, მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ელექტროგადამცემ ანძაზე ახალგაზრდა მამაკაცი იყო ასული და ჟურნალისტებთან შეხვედრას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმკვლელობით იმუქრებოდა.

მამაკაცი ანძიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ გაშლილ ბატუტზე გადახტა. ის არ დაშავებულა, თუმცა მედიკოსებმა მას გამოკვლევები ჩაუტარეს.

მომხდარ შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიების მიმდინარეობისას საქმე შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.

თუ რატომ ითხოვდა მედიასთან შეხვედრას, ჯერჯერობით უცნობია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018