სოფია ბზეკელავა: ,,იცით, რომ მსხვერპლს და მოძალადეს ყოველთვის ერთნაირი ჰოროსკოპები აქვთ?”

ასტროლოგი სოფია ბზეკელავა ეხმაურება ბოლო დროს აქტუალურ თემას ქალთა ძალადობაზე და ფეისბუქში წერს;

“აი, რასაც დავწერ, ბევრს ალბათ უცნაურად მოეჩვენება, მაგრამ ასტროლოგიურად იცით, რომ მსხვერპლს და მოძალადეს ყოველთვის ერთნაირი ჰოროსკოპები აქვთ? ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ძალადობისკენ მიდრეკილება ორივეშია ჩადებული ჩანასახის დონეზე.

შემდეგ უკვე ეგონებელობაზე, მის სიძლიერეზეა დამოკიდებული, ვინ იქნება ჯალათი და ვინ იქნება მსხვერპლი. ერთმანეთს კი ასეთი ადამიანები იზიდავენ პრინციპით “მსგავსი იზიდავს მსგავსს”.

ძალიან ბევრი ქალის პირადი ჰოროსკოპი შემისწავლია, ვინც იყო მამაკაცის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი – ყველას ჰოროსკოპშია დაფარული აგრესიის მაჩვენებელი. შინაგანად თავად ეს ადამიანიც მზადაა, იყოს მოძალადე, უბრალოდ გამბედაობა არ ყოფნის ამის.

სამყარო კანონზომიერია, ხალხნო. რაც თქვენშია, შინაგანად ისეთ მოვლენებს და ადამიანებს იზიდავთ მუდამ. ამიტომ სამყაროს გაუმჯობესება საკუთარი თავის გაუმჯობესებით უნდა დაიწყოთ ყოველთვის”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018