სოსო ალავიძე: ,,რაბინის გატაცება სურდათ, მაგრამ შემთხვევით პეტრე ცისკარიშვილი გაიტაცეს”

პოლიციის გენერალმა სოსო ალავიძემ გახმაურებული საქმეების სკანდალურ დეტალებზე ვანო პავლიაშვილის გადაცემაში ,,ინტერვიუ ვანიჩკასთან“ ისაუბრა. ის ამბობს, რომ პირველი იყო, ვინც 2001 წელს მოკლული ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ცხედარი ნახა. ის ამ საქმის დეტალებზეც ყვება და მზად არის, ჩვენება პოლიციასაც მისცეს.

ის ასევე იხსენებს პეტრე ცისკარიშვილის გატაცების საქმეს და ამბობს, რომ ის შემთხვევით გაიტაცეს. რეალურად კი დამნაშავეებს  საქართველოს მთავარი რაბინის გატაცება სურდათ.

-ამ ჯგუფს ჰქონდათ მაღალი დონის პოლიტიკური მხარდაჭერა, ესენი იყვნენ არა შემსრულებლები, არამედ მათ უკან მდგარი ჯგუფი, ვინც ამას გეგმავდა და ეს იგეგმებოდა მაღალ კაბინეტებში… რუსთაველის გამზირზე.

რაბინის გატაცებისთვის ეძებდნენ მანქანას და წააწყდნენ მანქანას, რომელშიც იყო პეტრე ცისკარიშვილი, შემთხვევით. როცა გაიგეს, რომ ის იყო დეპუტატი, მოჰკიდეს ხელი და წამოიყვანეს.

ცისკარიშვილის წამოსაყვანად იყო ჩასული ზურაბ ჟვანია და ვინმემ ჰკითხა, ვისთან ჩავიდა და ვის ესაუბრა?…- უამბო ჟურნალისტს სოსო ალავიძემ.

,,ინტერვიუ ვანიჩკასთან”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018